"რეალმა" დასამატებელი ნახევარმცველების სია დაასახელა

5-05-2019, 15:13

საფეხბურთო სამყაროში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაწყებულია და რა თქვა უნდა, არც "რეალია" გამონაკლისი.

როგორც ბრიტანულ პრესა იუწყება, მადრიდულმა გრანდმა "ჩელსის" სუპერვარსკვლავსნ'გოლო კანტეს დაადგა თვალი.

"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების მთავარ კანდიდატად "მანჩესტერ იუნაიტედის" შუახაზელ პოლ პოგბას განიხილავს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მადრიდელებმა კანტე დაიმატონ.

გარდა ზემოთნახსენები ორი ფეხბურთელისა, "რეალი" "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკსაც აკვირდება, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით