კლოპი სალაჰის ტრამვაზე: "დრო აუცილებელია"

5-05-2019, 16:03

ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ნიუკასლთან სალაჰის მიერ მიღებული ტრავმის სიმძიმე შეაფასა.

"სალაჰმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ თავში მიიღო დარტყმა. ცხადია, უნდა დავიცადოთ. მან ძლიერი დარტყმა მიიღო. მოჰამედი მინდორზე იწვა, ექიმმა კი ასე გადაწყვიტა და, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. საჭიროა, რომ დავიცადოთ და შევაფასოთ მისი მდგომარეობა "ბარსელონასთან" მატჩის წინ. 

"გასახდელ ოთახში თამაშს ტელევიზორში უყურებდა. ეს ნიშნავს, რომ ის კარგადაა, მაგრამ მაინც მოცდაა აუცილებელი, რადგან სერიოზული დარტყმა მიიღო", - ციტირებს კლოპს ლივერპულის პრესსამსახური.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით