რიბერის წასვლა "ბაიერნმაც" დაადასტურა

5-05-2019, 23:07

როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი მიმდინარე სეზონის შემდგომ კლუბს ტოვებს.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, "ალიანც არენაზე" 12 წლის გატარების შემდგომ ფრანგი ფორვარდი სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.

"როდესაც აქ მოვედი, ოცნების ახდენას გავდა. გამომშვიდობება რთული იქნება, თუმცა, ცხოვრებაში არის ეტაპები, როდესაც რაღაც სასიამოვნო სრულდება." - აცხადებს რიბერი.

როგორც ცნობილია, "ბაიერნი" გამოსამშვიდობებელ მატჩშ რიბერისა და რობენისთვის 2020 წელს გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით