გოდინი შესაძლოა "ინტერის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

5-05-2019, 23:18

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ დიეგო გოდინმა შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკო" დატოვოს.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ურუგვაელი მცველის დამატება ყველაზე მეტად მილანის "ინტერს" სურს.

წყაროს ცნობით, "ნერაძური" გოდინის 6.75 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში ანაზღაურების სახით, რითაც ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გოდინის კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2022 წლამდე აკავშირებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით