სოლსკიაერი: "ევროპა ლიგაზე გამოსვლა ჩვენზე დადებითად აისახება"

5-05-2019, 23:25

დღეს პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მანჩესტერ "იუნაიტედი" "ჰადერსფილდს" ესტუმრა და ვერ მოუგო - 1:1. ამ თამაშის შემდგომ "წითელმა ეშმაკებმა" საბოლოოდ დაკარგეს ოთხეულში შესვლის შანსი.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნა სოლსკიაერმა ისაუბრა.

"ჩვენ არაერთი შანსი გვქონდა, რომ მოგვეგო თამაშები და მესამე ან მეოთხე ადგილზე გადავსულიყავით, თუმცა, ეს ვერ მოვახერხეთ."

"ვფიქრობ, ევროპა ლიგაზე თამაშია ის, რაც დავიმსახურეთ. შესაძლოა, ამ ტურნირზე თამაში ჩვენზე საკმაოდ დადებითად აისახოს." - აცხადებს სოლსკიაერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით