გერი კეჰილი: "რთულია მაურისიო სარიზე პატივისცემით ვისაუბრო"

5-05-2019, 23:32

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი და ინგლისელი ცენტრალური მცველი, გერი კეჰილი, კლუბის იტალიელ მთავარ მწვრთნელზე, მაურისიო სარიზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა თუ მხოლოდ 3-4 ორთაბრძოლაში ვერ იღებ მონაწილეობას, შესაძლოა პრეტენზია არ გაგიჩნდეს და ამის ახსნა არ მოითხოვო, თუმცა როდესაც მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ასპარეზობ და ვერც მიზეზს იგებ, ცხადია ეს შენსა და თავკაცს შორის არსებულ ურთიერთობაზეც იმოქმედებს."

"იგივე მოხდა არაერთი მოთამაშის შემთხვევაშიც, ამიტომაც ამის შემდეგ, პირადად ჩემთვის, რთულია მაურისიო სარიზე პატივისცემით ვისაუბრო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 33 წლის ფეხბურთელი, "არისტოკრატების" რიგებს, ზაფხულში უფასო ტრანსფერით დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით