მაურისიო სარი: "ნ'გალო კანტეს ტრავმა, ჩემი ბრალია"

5-05-2019, 23:38

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში, "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"სამწუხაროდ კვლევების მიხედვით, ნ'გოლოს" ბარძაყის პრობლემა აქვს და ის მომავალ 2 ორთაბრძოლას გამოტოვებს. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი ბრალია, მას დღეს არ უნდა ეთამაშა."

"თუმცა ზოგჯერ რთულია კანტეს ან ედენ აზარის დონის მოთამაშე დატოვო სათადარიგოზე, თანაც მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვი, ეს ნებისმიერ მეტოქესთან უდიდესი რისკია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით