ენდი რობერტსონი: "მანჩესტერ სიტის" შეცდომის იმედზე არ უნდა ვიყოთ"

5-05-2019, 23:46

მერსესაიდული "ლივერპულის" შოტლანდიელი მარცხენა მცველი, ენდი რობერტსონი, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის ტიტულზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა წნეხს ახლა ორივე გუნდი გრძნობს, ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოგვივიდა, რაც უმთავრესად გულშემატკივრებისთვისაა სასიამოვნო. თუ 97 ქულას დავაგროვებთ და თასს მაინც ვერ მოვიგებთ, მაშინ რას ვიზამთ, ბედმა გვიმტყუნა."

"ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ახლა შეგვეძლო, ყველაფრის ბოლო ტურამდე მიყვანა იყო, ცხადია უმაღლესი დონის გუნდს ვუწევთ კონკურენციას და მათი შეცდომის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ამიტომაც ვფიქრობ ჩემპიონის ვინაობა, "ლესტერთან" არ გაირკვევა."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში, 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე, ზემოთ ხსენებულ "მელიებს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით