პეპ გვარდიოლა: "ჯეიმი ვარდი გასაოცარი თავდამსხმელია"

5-05-2019, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში, ინგლისური "ლესტერის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა წინ ურთულესი ორთაბრძოლა გველის, ბრენდან როჯერსის მისვლის შემდეგ, მათი სტილი სრულიად შეიცვალა, ირლანდიელმა სპეციალისტმა, "მელიებს" პოზიციური ფეხბურთი ასწავლა."

"ყველაზე მეტ პრობლემას ვფიქრობ მაინც ჯეიმი ვარდი შეგვიქმნის, ის გასაოცარი თავდამსხმელია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები უმაღლესს დონეზე, უკვე არაერთხელ დაამტკიცა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით