ედენ აზარი: "ჩემთვის მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, სერხიო აგუეროა"

5-05-2019, 12:05

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი თავდამსხმელი, ედენ აზარი, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე საუბრობს:

"მოთამაშე მისი სტაბილურობით ფასობს, რადგანაც ზოგი მხოლოდ 2 თვით ათამაშებდა, ხოლო სეზონის დანარჩენ ნაწილში, უსაქმოდაა."

"ამ ტიტულისთვის მთავარი კანდიდატი, პირადად ჩემთვის, სერხიო აგუერო იყო, ის უკვე 8 წელია უმაღლესს დონეზე ასპარეზობს და ჯერაც კი არ აპირებს გაჩერებას."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გათამაშების გამარჯვებული, მერსესაიდული "ლივერპულის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით