გვარდიოლა: "ლივერპულზე" ძლიერი მხოლოდ ერთი გუნდია"

6-05-2019, 12:52

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან "ლივერპული" შეაფასა და განაცხადა, რომ იურგენ კლოპის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა იმათგან, ვისაც ოდესმე დაპირისპირებია.

"ჩემი კარიერის განმავლობაში წარმოუდგენელი გუნდების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ორს გამოვარჩევ: პირველი ლუის ენრიკეს "ბარსელონაა", რომელსაც შეტევაში მესი-სუარესი-ნეიმარი ჰყავდა, ხოლო მეორე "ლივერპული".

"ვფიქრობ, ეს ორი გუნდი საუკეთესოა, რომლის წინააღმდეგაც მომიწია დაპირისპირება მწვრთნელის რანგში. ამიტომაც, თუ ჩვენ ჩემპიონები გავხდებით, ეს ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება იქნება", - თქვა გვარდიოლამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით