კლოპი: "ჩვენი წარუმატებლობა ბევრს გაახარებს"

6-05-2019, 13:19

მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, სხვა გუნდების ბევრ გულშემატკივარს გაუხარდება თუ ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩემთვის ეს პრობლემა არაა".

"როცა "ლივერპულში" მოვედი, ვიცოდი, რომ ამ გუნდს წინ გრძელი და რთული გზა ელოდა. ახლა სწორედ ამ გზას მივყვებით და ეს იოლი არაა, რადგან იღბალი ყოველთვის ჩვენ მხარეს არ არის".

"რაც უნდა მოხდეს, ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებულად ჩაითვლება, იმედი მაქვს, ჩვენი ქომაგებიც ასე ფიქრობენ. სეზონის დაწყებადე ჩემპიონობა მსურდა".

"როცა აცნობიერებ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიე იმედგაცრუება გეუფლება. ბევრი გუნდისთვის ეს მომენტი პირველივე დღეს დგება, ბევრისთვის კი - ბოლოს. ამაში დიდი განსხვავება არ არის. ფაქტია, რომ ჩვენ მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - კლოპის სიტყვებს Liverpool Echo ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით