ენაი ემერი: "არსენალის" მთავარი მიზანი სწორედ ესაა"

6-05-2019, 15:37

ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "ბრაიტონთან" ფრედ დასრულებულ მატჩში შემდე უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

მატჩის შემდეგ კომენტარი  "მეთოფეთა" თავკაცმა უნაი ემრემ გააკეთა.

"გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვიცოდით, რომ კარგი გუნდის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, ისინი დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო სასურველი შედეგის დაფიქსირება, თუმცა ვერ შევძელით".

"ჩვენი მიზანი ამ მატჩში გამარჯვების მიღწევა იყო, რათა ოთხეულისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა, თუმცა ამის ყოველგვარი შანსი დავკარგეთ. ახლა ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა და ისღა დაგვრჩენია, "ვალენსიასთან" მატჩისთვის მოემზადოთ", – აცხადებს უნაი ემერი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ვალენსიას" უპირისპირდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ისინი "ჩელსი" –
"აინტრახტის" წყვილის გამარჯვებულს შეერკინებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით