ოფიციალურად - სალაჰი "ბარსასთან" ვერ ითამაშებს

6-05-2019, 18:25

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მერსისაიდული "ლივერპული" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ინგლისური კლუბისთვის უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. განმეორებით შეხვედრაში გუნდს კიდევ ერთი ლიდერი, მუჰამედ სალაჰი ვერ დაეხმარება.

ეგვიპტელმა ფორვარდმა პრემიერლიგის გასულ ტურში დაზიანება მიიღო. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის "ბარსას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებს სალაჰის გარდა ასევე ბობი ფირმინიოც ვერ დაეხმარებათ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით