5 მილიონი ბონუსი - "ლესტერის" მოტივაცია წასაგებად

6-05-2019, 18:34

დღეს ინგლისის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც მანჩესტერ "სიტი" "ლესტერს" უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, "ქალაქელები" ამჟამად "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩებიან და 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შესაბამისად, მათთვის დღეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.

საინტერესოა, რომ თავის მხრივ მელიებიც "მოტივირებულები" არიან დღეს მარცხისთვის. საქმე იმაშია, რომ თუ "სიტი" პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გახდება, "ლესტერი" ბონუსის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნულის მიზეზი კი რიად მაჰრეზია. კონტრაქტის მიხედვით "სიტის" გაჩემპიონების დროს კლუბი სწორედ 5 მილიონს მიიღებს. შესაბამისად, დღეს განცდილი მარცხი "ლესტერსთვის" დიდად მტკივნეული არ იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით