დეიან ლოვრენი: "მსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ "ენფილდზე" რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეგვიძლია"

6-05-2019, 23:46

მერსესაიდული "ლივერპულის" ხორვატი ცენტრალური მცველი, დეიან ლოვრენი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"მსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ "ენფილდზე" რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეგვიძლია, თითოეული ჩვენთაგანი მოტივირებულია და მზად ვართ მოედანზე ყველაფერი დავტოვოთ."

"ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია, ამიტომაც "ლივერპულის" წინასწარ ჩამოწერას, არავის ვურჩევ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 7 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით