კასპერ შმეიხელი: "ედერსონ მორაეში პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეა"

7-05-2019, 11:35

ინგლისური "ლესტერის" დანიელი გოლკიპერი, კასპერ შმეიხელი, "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელ კარის დარაჯზე, ედერსონ მორაეშზე საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ ამჟამად ედერსონი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან და იან ობლაკთან ერთად, მსოფლიოში საუკეთესო მეკარის წოდებას იმსახურებს."

"ბრაზილიელი ყველაზე მეტად, მისი გამბედაობით გამოირჩევა, სწორედ ეს თვისება აძლევს "სიტის" მაღალი პრესინგით მეტოქის შეწუხების უფლებას, რაც ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი ფუფუნებაა, ამიტომაც ჩემი აზრით ის უკვე ბოლო 2 სეზონია, საკუთარ პოზიციაზე, პრემიერ ლიგაში უკონკურენტოა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის ედერსონი, მიმდინარე სეზონის ინგლისის ჩემპიონატის წლის საუკეთესო 11-ეულში მოხვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით