ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი: "ენფილდზე" ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

7-05-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"საკუთარი თავის რწმენა ჯერაც არ დაგვიკარგავს და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესს დროს, გულშემატკივრები ჩვენს გვერდით დადგებიან და მეტოქეს მაქსიმალურად შეაწუხებენ."

"მიმდინარე სეზონში ამ სტადიონზე არაერთი მაღალი დონის პერფორმანსი ჩაგვიტარებია, სადაც 3 გოლზე მეტიც კი გაგვიტანია, ამიტომაც "ენფილდზე", ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 7 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით