პაკეტასთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა

7-05-2019, 16:30

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემები იუწყებიან, "მილანის" ნახევარმცველ ლუკას პაკეტასთვის მიმდინარე სეზონი ოფიციალურად დასრულდა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელ შემტევს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ეს ნიშნავს, რომ მისთვის შვებულება უკვე დაიწყო.

მოგახსენებთ, "ბოლონიასთან" 74-ე წუთზე მსაჯის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული პაკეტა მას ხელით შეეხო და დაუყოვნებლივ წითელი ბარათით დაისაჯა. აღნიშნული ქმედება კი, 3 თამაშის გამოტოვებად დაუჯდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით