ძანიოლო: "იუვენტუსში" თამაში ვის არ სურს?!"

7-05-2019, 17:09

"რომას" ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ "იუვენტუსში გადასვლას არ გამორიცხავს. მართალია, "რომაში" ბედნიერია, მაგრამ "ბებერ ქალბატონში" თამაში ყველას უნდა.

"რომაში" თამაშთ ბედნიერი ვარ, მაგრამ ვინ იტყვის უარს "იუვენტუსის" წინადადებაზე? ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება "რომამ" უნდა მიიღოს", - ციტირებს 19 წლის იყალიელის  სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო "რომაში" პირველ სეზონს ატარებს და დღემდე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.

"იუვენტუსი" იტალიელი ტალანტის შეძენით კარგა ხანია დაინტერესებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით