კინი: "ტურნინში თამაში ღმერთის საჩუქარია"

7-05-2019, 19:07

ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი შემტევმა მოისე კინიმ მედიის წარმომადგენლებთან ტურინში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "იუვენტუსუს" უზომოდ მადლიერია.

"მას შემდეგ, რაც იუვენტუსში ჩავირიცხე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად  შეიცვალა. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი".

"პესკარასთან" მატჩისას, როდესაც მწვრთნელმა მითხრა, რომ გავხურებულიყავი, არ დავიჯერე. დრო გადიოდა და მე-80 წუთზე მოედანზე აღმოვჩნდი. ძალიან ბევრი ემოცია იყო, ყველა ტაშს მიკრავდა და გავაანალიზე, რომ ბუფონის, დიბალასა და მარკიზიოს გვერდით ვთამაშობდი".

"მსგავსი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქარი იყო",- ციტირებს იტალიელის სიტყვებს Football Italia.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა ტურინული გუნდის მაისური 15-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით