მესი: "ჩემი ერთადერთი ოცნება ისაა, რომ..."

7-08-2019, 20:18

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს 5-გზის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ესპანურ მედიასთან მიცემულ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ოცნება ყოველთვის გაბრიელ ომარ ბატისტუტასთან ერთად თამაში იყო.

"ბატისტუტა უბრალოდ დაუჯერებელი იყო. პატარა როცა ვიყავი, მის თამაშებს ვუყურებდი და აღფრთოვანებით ვიძახდი - ღმერთო! ეს როგორ გააკეთა?! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნება მის გვერდით თამაში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელები ვართ". - განაცხადა ლიონელ მესიმ.

გაბრიელ ომარ ბატისტუტამ ფეხბურთის თამაში მაშინ შეწყვიტა, როდესაც ლიონელ მესი სრულფასოვან საფეხბურთო კარიერას იწყებდა. გასულ წელს ლეომ გაბრიელის ერთი რეკორდის დამხობა მოახერხა. კერძოდ, არგენტინის ნაკრებში 57 გატანილი გოლი დააგროვა და სახელოვანი თანამემამულე 56 გოლით მეორე ადგილზე გადააჩოჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით