ემერიკ ლაპორტე: "ახლა "ბრაიტონზე" უნდა ვიფიქროთ და არა "ლივერპულზე"

7-05-2019, 23:26

"მანჩესტერ სიტის" ფრანგი ცენტრალური მცველი, ემერიკ ლაპორტე, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის ტიტულზე საუბრობს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახლა ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ, კონცენტრირება არ გვაკლია და აგვისტოში დასახული მისიის შესრულებამდე, მხოლოდ 1 მეტოქის დამარცხება გვჭირდება."

"ჩვენთვის პრიორიტეტს "ბრაიტონთან" გასამართი შეხვედრა უნდა წარმოადგენდეს და არა ის თუ რას მოახერხებს "ლივერპული" ბოლო ტურში."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფებიან 95 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით