ნ'გოლო კანტე: "ჩემი ტრავმის გამო მაურისიო სარის დადანაშაულება სამართლიანი არ იქნება"

7-05-2019, 23:38

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში, "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებულ ტრავმაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა არც ისაა გამორიცხული, რომ გასვლის შემთხვევაში, ევროპის ლიგის ფინალიც გამოვტოვო, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებით რამის თქმა, არ შემიძლია."

"მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩემი დაზიანების გამო მაურისიო სარის დადანაშაულება სამართლიანი არ იქნება, ის ისე მოიქცა, როგორც ამას, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ნებისმიერი სპეციალისტი გააკეთებდა."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებულ 28 წლის ფეხბურთელს, დაახლოებით 2 კვირა გაუცდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით