პეპ გვარდიოლა: "ვინსენტ კომპანის მომავალი გარკვეული ჯერაც არაა"

7-05-2019, 23:50

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, კლუბის ბელგიელ კაპიტანსა და ცენტრალურ მცველზე, ვინსენტ კომპანიზე საუბრობს:

"ის გასაოცარი ადამიანია, რომელმაც ინგლისურ ცხოვრებასთან შეგუებაში, დიდი დახმარება გამიწია. მისი იმედი ყოველთვის გვაქვს, რადგანაც ვიცით თუ როგორი საიმედო ფეხბურთელია."

"სამწუხაროდ ვინსენტის მომავალი გარკვეული ჯერაც არაა, სეზონის ბოლოს გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად მოლაპარაკებები გაიმართება და იმედი მაქვს ყველაფერი, კომპანის სასარგებლოდ გადაწყდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 33 წლის მოთამაშე, "ქალაქელთა" რიგებში, 2008 წლის 22 აგვისტოს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით