მაურისიო პოჩეტინო: "თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ, მაშინ შესაძლოა "ტოტენჰემი" დავტოვო"

7-05-2019, 11:35

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზე საუბრობს:

"ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად გასაოცარი რამ იქნება, ამით შესანიშნავ 5 წლიან პერიოდს დავხურავ და სახლში მშვიდად წავალ."

"თუ ამის გაკეთებას შევძლებთ, მაშინ ცხადია ჩემი გეგმებიც რადიკალურად შეიცვლება და უკვე სხვა ტიტულების მოგების სურვილი გამიჩნდება, ამიტომაც ვნახოთ "აიაქსთან" რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდსა და ამსტერდამულ გუნდს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე გასამართი განმეორებითი შეხვედრა, 8 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით