ერიკ ტენ ჰაგი: "აიაქსს" ზედმეტი მოტივირება არ სჭირდება"

7-05-2019, 12:08

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"მოედანზე გასვლის შემდეგ, წინა ორთაბრძოლაში დაფიქსირებულ შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მსურს ჩემმა გუნდმა პროგრესი არ შეწყვიტოს და ამისთვის, ფინალის საგზურის მოპოვება აუცილებელია."

"რა თქმა უნდა საკუთარ მოედანზე ასპარეზობა გარკვეულ უპირატესობასაც გვანიჭებს, გულშემატკივრები მეტოქეს არაერთ პრობლემას შეუქმნიან, ამიტომაც ამ გარემოებების გათვალისწინებით, "აიაქსს" ზედმეტი მოტივირება არ სჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება 8 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით