პერ მერტესაკერი: "მესუთ იოზილს შეეძლო "არსენალის" ლუკა მოდრიჩი ყოფილიყო"

8-05-2019, 12:35

ლონდონის "არსენალის" ყოფილი გერმანელი კაპიტანი და ცენტრალური მცველი, პერ მერტესაკერი, კლუბის ნახევარმცველზე, მესუთ იოზილზე საუბრობს:

"როდესაც მესუთი საუკეთესო ფორმაშია, "არსენალი" ბევრად უკეთესი გუნდი ხდება. მისი შესაძლებლობებით, გერმანელს შეუძლია ევროპის ნებისმიერი წამყვანი გრანდი გააუმჯობესოს."

"მას ჰქონდა შანსი გუნდის ლუკა მოდრიჩიც კი გამხდარიყო, ამიტომაც მისი წინასწარ ჩამოწერა, თანაც კარიერის ასეთ ეტაპზე, პირადად ჩემთვის გაუმართლებელია."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 30 წლის ფეხბურთელი, "მეთოფეთა" რიგებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით