ვალვერდე: "ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ"

8-05-2019, 02:49

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა, რომელშიც მერსისაიდულმა "ლივერპულმა" კატალონიის "ბარსელონას" 4:0 სძლია და ფინალში გავიდა.

შეხვედრის შემდგომ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ამას უნდა შევეგუოთ. მეორე გოლის შემდეგ შოკი მივიღეთ, რასაც მესამეც მოყვა."

"ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. როდესაც გუნდი ასეთი მოტივაციით გამოდის, მასთან სათანადო თამაშია საჭირო."

"გოლები მუდამ ვიღაცის შეცდომაა. მეოთხე გაშვებულმა გოლმა მე უბრალოდ შოკში ჩამაგდო. არ შეიძლება ასე გაჩერდე და უყურო, თუ როგორ გიტანენ." - აცხადებს ვალვერდე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით