კლოპი: "მისი ცრემლები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს"

8-05-2019, 02:06

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალურ თამაშში "ლივერპულმა" შინ დაუჯერებელი ქამბექი შეასრულა და "ბარსელონა" 4:0 გაანადგურა.

დაპირისპირების შემდეგ მატჩში მერსესაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა შეაფასა.

"არ ვარ წარმოშობით ინლისელი და არ არის ჩემი ინგლისური იმდენად კარგი, რომ შესაბამისად გამოვხატო თუ რას ვგრძნობ. ის რაც დღეს მოხდა უბრალოდ წარმოუდგენელია".

"გამარჯვება რთული იყო, მაგრამ ფაქტია ჩვენ ეს შევძელით და ბიჭებმა ამოცანა საუკეთესოდ ამოხსნეს".

"ჯეიმს მილნერი ტიროდა თამაშის ბოლოს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ყოველი ჩვენგანისთვის, მე ვგულისხმობ ყველა ჩვენს გულშემატკივარს რომლებიც საოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ სრული 90 წუთის განმავლობაში".

"ცხოვრებაში ძალიან ბევრი თამაში მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არა!", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით