ქამ-ბექების სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე

8-05-2019, 02:13

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, რომელშიც "ლივერპულმა" კატალონიის "ბარსელონა" 4:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქამ-ბექების სეზონად. ამ მხრივ ტურნირზე რეკორდი დამყარდა.

კერძოდ, "ლივერპული" გახდა რიგით მეხუთე გუნდი მიმდინარე სეზონში, რომელმაც პირველ ეტაპზე მარცხის შემდგომ მაინც შეძლო გასვლა.

წინა ოთხი შემთხვევა 1/8 ფინალში დაფიქსირდა. "აიაქსმა" შინ 1:2 მარცხის შემდგომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმარჯვა 1:4. ტურინის "იუვენტუსმა" თავის მხრივ მეორე მადრიდულ გუნდს სძლია, სტუმრად 2:0 მარცხის შემდგომ შინ 3:0. მანჩესტერ "იუნაიტედმა" 0:2 დამარცხების შემდეგ პარიზში, 1:3 იმარჯვა, ხოლო "პორტუმ" კი 2:1 წაგების მერე "დრაგაოზე" დამატებით დროში, 3:1 მოუგო "რომას".

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 5 ქამ-ბექი ერთ სეზონში ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით