ზიდანი კაზემიროს ადგილზე ვაკანსია გამოაცხადა

8-05-2019, 14:44

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემები ოტყობინებიან, ზაფხულის სატრნსაფერო ფანჯრის პერიოდში, "რეალის" მთავარი მწრთვნელო ზინედინ ზიდანი კაზემიროს შეცვლას გეგმავს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.


Don Balon-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტის მთავარი სამიზნე "ჩელსის" ნახევარმცველი, ნგოლო კანტეა, რომლის სატრასნფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს აღემატება.

 კანტეს გარდა, ზიდანი ტანგუი ნდომბელესაც აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე "არისტოკრატების" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მან "ჩელსის" მაისური 141-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით