"სტივ ლომასი და გიორგი ქინქლაძე" - ნევილმა და კარაგერმა "სიტის" დასცინეს

8-05-2019, 23:52

როგორც იცით პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩსტერ სიტი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და ანგარიშით (1-0) დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებამდე "ლივერპულის" ინგლისელმა ლეგენდამ ჯეიმი კარაგერმა "მან სიტის" დასცინა.

"მერსესაიდული" კლუბის ყოფილმა მცველმა Instagram-ზე პირდაპირი ეთერი ჩართო და როდესაც "სიტის" ლეგენდების ოთახთან მივიდა მან თქვა:" ''გარი, ეს არის ''ლეგენდების ოთახი.''

თუმცა შემდეგ "იუვენიტედის" ლეგენდამ  მაყურებლებს უთხრა, რომ ''მანჩესტერ სიტის'' სტადიონზე ''ლეგენდების ოთახთან'' იმყოფებოდნენ.

მაგრამ კარაგერმა მალევე უპასოხა:''იქ არავინაა.''

მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ როდესაც ნევილი და კარაგერი სიცილის შეკავებას ცდილობდნენ, ნევილმა სტივ ლომასისა და გიორგი ქინქლაძის სახელები შეჰყვირა, რომლებიც კლუბში იქამდ თამაშობდნენ სანამ მას შეიხები შეიძენდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით