მარიო ბალოტელი: "ლიონელ მესი კვლავ უცხოპლანეტელია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ, საუკეთესო დედამიწელი."

9-05-2019, 01:16

ფრანგული "ოლიმპიკ მარსელის" იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, კატალონიის "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"გუნდების წარუმატებლობის გამო ამ მოთამაშეების დადანაშუალება, სამართლიანი ნამდვილად არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა "ლივერპულთან" დათმეს შეხვედრა, ხოლო "იუვენტუსმა" 1/2 ფინალშიც კი ვერ იასპარეზა, ეს არაფერს ცვლის."

"არგენტინელი კვლავ უცხოპლანეტელია, რომელმაც ზოგადად თამაში შეცვალა, პორტუგალიელი კი დღემდე საუკეთესო დედამიწელი ფეხბურთელის ტიტულს იკავებს."

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ევროპული ტურნირის ფინალი, პირველი იქნება 5 წლის შემდეგ, რომელშიც არცერთი ზემოთ ხსენებული მოთამაშე არ მიიღებს მონაწილეობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით