მაურისიო სარი: "ჩემი მიზანი ინგლისში დიდი ხნით დარჩენაა"

9-05-2019, 01:21

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მაურისიო სარი, მის მომავალზე საუბრობს:

"როგორც უკვე აქამდე ჩატარებულ ყველა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩემი მთავარი მიზანი, ინგლისში დიდი ხნით დარჩენა და "ჩელსისთან" ერთად წარმატების მიღწევაა."

"აქაური ატმოსფერო და სტილი ძალიან მომწონს, თუმცა არ ვიცი სულ "არისტოკრატების" რიგებში დავრჩები თუ არა, მიუხედავად ამისა, იტალიაში დაბრუნების სურვილი, ჯერ-ჯერობით არ მაქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ სპეციალისტს, ყველაზე მეტად, "რომასთან" აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით