კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ხამეს როდრიგესის შესახებ გადაწყვეტილება ჯერაც არ მიგვიღია"

9-05-2019, 01:29

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი პრეზიდენტი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, კლუბის კოლუმბიელ ნახევარმცველზე, ხამეს როდრიგესზე საუბრობს:

"არა, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიგვიღია და ამიტომაც ზუსტად არ ვიცით თუ მომავალ სეზონში ხამესი რომელი გუნდის რიგებში იასპარეზებს."

"მან რამდენიმე დღის წინ გასაუბრება ითხოვა, თუმცა ამის დრო ჯერ-ჯერობით ვერ გამოვნახე, რა თქმა უნდა ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია."

შეგახსენებთ, რომ თუ ზემოთ ხსენებულ 27 წლის ფეხბურთელს, ბავარიული კლუბი არ შეიძენს, მაშინ ის 2 წლის შემდეგ, კვლავ მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით