ჯონათან ბარნეტი: "არაა გამორიცხული, რომ გარეთ ბეილი პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს"

9-05-2019, 12:08

მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელის, გარეთ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი, მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს:

"უკვე ყველასათვის არის ცნობილი, რომ ბეილი ახლა ესპანურ გრანდში, მიუხედავად დარჩენის დიდი სურვილისა, თავს გულშემატკივრების საქციელების გამო, კომფორტულად არ გრძნობს."

"რა თქმა უნდა ამ ზაფხულს ყურადღებით ვიქნებით და ყველა ვარიანტს განვიხილავთ, ამიტომაც არც ისაა გამორიცხული, რომ ბეილი პრემიერ ლიგაშიც კი დაბრუნდეს."

"მიუხედავად ამისა, წინასწარი პროგნოზების გაკეთება, თანაც 1 თვით ადრე, ჯერ-ჯერობით ლოგიკას მაინც არ შეესაბამება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ 29 წლის ფეხბურთელს ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედთან" აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით