პოლიტანო: "რთულია "ინტერში" ტიტულებზე არ ფიქრობდე"

9-05-2019, 18:08

იტალიური "ინტერის" შემტევმა მატეო პოლიტანომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალ წელს გუნდთან ერთად ტიტულის მოგება სურს.

"სერია ა-ს დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, ჩვენ მცირე უპირატესობა გვაქვს და რაც შეიძლება, მალე უნდა მოახერხოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დამაჯერებელი გახდეს".

"მიუხედავად იმისა, რომ "კიევო" მომავალ სეზონში სერია ბ-ში იასპარეზებს, მილანში მონდომებულები ჩამოვლენ და ბოლომდე იბრძოლებენ. მათ დასაკარგი აღარეფერი აქვთ და სწორედ ეს არის სახიფათო".

"მიმდინარე სეზონში ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ცოტა მეტი გოლის გატანა მსურდა და ამას შემდეგ ტურებში ვეცდები".

"როდესაც ისეთ დიდებულ კლუბში ხარ, როგორიც ინტერია, ყოველთვის ტიტულზე ფიქრობ. მომავალ წელს ტიტულის მოგებას აუცილებლად შევეცდებით", - განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით