სარი: "ფავორიტები ჩვენ არ ვართ"

9-05-2019, 19:14

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწრთვნელმა მაურიციო სარიმ "აინტრახტთან" გასამართო ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"სახიფათო მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და წარმატების მიღწევა რთულია. "აინტრახტი" დინამიური, აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს".

"1/2 ფინალში, სუსტი მეტოქე არ არისებოს და ამიტომ რთულია იმის თქმა, რომ ფავორიტები ვართ. მით უმეტეს, როდესაც მეტოქეს ორი შესანიშნავი თავდამსხმელი, იოვიჩი და რებიჩი ჰყავს".

"ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი ოფიციალურად მოვიპოვეთ და ბედნიერები ვართ. ახლა ევროპის ლიგაზე ვართ სრულად გადართულები და ჩვენი მთავარი მიზანი, ჯერ ფინალში გასვლა იქნება და შემდეგ ტურნირის მოგებაა", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "აინტრახტის" პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და ფრედ. 1-1 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით