რონალდო: "ბარსელონას" მოგება ყოველთვის მესის დამსახურებაა, ხოლო მარცხს ვალვერდეს და კოუტინიოს მიაწერენ

9-05-2019, 19:34

ლეგენდალურმა ბრაზილიის რონალდომ მედიის წარმომადგენლებთან "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს პატივისცემით არ ეპყრობიან.

"ბარსელონა დიდებული გუნდია, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი თამაშობს. როდესაც გუნდი იგებს, ყოველთვის მესმის, რომ გამარჯვება სწორედ მესის დამსახურებაა, თუმცა მარცხს ვალვერდეს, კოუტინიოს და სხვებს აბრალებენ. ეს მხოლოდ ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის უპატივცემულობაა".

"ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონამ" დიდებულად ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში განსაკუთრებით გამორჩეული სწორედ მესი იყო. განმეორებით მატჩში კი, "ლივერპულმა" საოცარი ხასიათი გამოავლინა და წარმატებას მიაღწია", - აღნიშნა რონალდომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით