კონტე შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს

9-05-2019, 22:01

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან ანტონიო კონტე შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს.

როგორც la Repubblica იტყობინება, "ზებრების" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მასიმო ალეგრის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მის დათხოვნას აპირებს.

წყაროს ცნობით, ტურინელებმა უკვე მიმართეს შეთავაზებით კონტეს და თანხმობაც მიიღეს. დიდი ალბათობით, იგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ჩაუდგება კლუბს სათავეში.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტი უკვე მუშაობდა 2011-14 წლებში "იუვენტუსში", რომლის შემდგომაც იტალიის ნაკრებს მიაშურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით