კოუტინიოს "ბარსადან" წასვლა გადაწყვეტილია

9-05-2019, 22:05

როგორც ჩანს, ფილიპე კოუტინიოს კატალონიური კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

ამერიკული გამოცემა ESPN FC-ის ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბმა საბოლოოდ გადაწყვიტა ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვა. უკანასკნელი წვეთი "ლივერპულთან" დაპირისპირება აღმოჩნდა, რომელშიც მან ვერაფრით გამოიჩინა თავი.

წყაროს ცნობით, მისი შეძენით ყველაზე მეტად "პსჟ" არის დაინტერესებული, რომელიც ფილიპეს სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბარსას" გასული წლის იანვარში გადავიდა, 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ. თუმცა, მას შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით