ლუის სუარესს ოპერაცია ესაჭიროება !

10-05-2019, 01:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს, ოპერაცია ესაჭიროება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის შემტევმა, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში, მარჯვენა ფეხზე მენისკი დაიზინა.

ცნობების მიხედვით, სუარესის სამედიცინო პროცედურას ქირურგი კუგატი იკისრებს, რა თქმა უნდა გუნდის მკურნალთა შტაბთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტრავმის გამო, "ელ პისტოლერო" დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით