დევიდ ვაგნერი "შალკეში" მიდის !

10-05-2019, 01:13

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ჰადერსფილდის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ამერიკელი სპეციალისტის, დევიდ ვაგნერის მომავალი კლუბის ვინაობა უკვე ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული თავკაცი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანული "შალკეს" რიგებს შეუერთდება.

ცნობების მიხედვით, გუნდის ხელმძღვანელობა ამერიკელ მწვრთნელს, სატრანსფერო ბაზარზე, 150 მილიონიან ბიუჯეტს დაუწესებს.

შეგახსენებთ, რომ ვაგნერისთვის "შალკე" უცხო არაა, რადგანაც მან 1995-1997 წლები, სწორედ გულზენკირხენელების მაისურით ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით