ედვინ ვან დერ სარი: "მატეის დე ლიხტი, ესპანეთში ან ინგლისში გადაბარგდება"

10-05-2019, 01:20

ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი პრეზიდენტი, ედვინ ვან დერ სარი, კლუბის კაპიტანზე, მატეის დე ლიხტზე საუბრობს.

"ის ჩვენს რიგებში უკვე 12 წელია იმყოფება და შესაბამისად მისთვის, მხოლოდ საუკეთესო მსურს. ყველა ფეხბურთელის მიზანია ტიტულების მოპოვება და მათი უმეტესობა სწორედ იქ მიდის, სადაც ამის ყველაზე მეტი შანსი ექნება."

"ხელმძღვანელობის გეგმაა ამ ზაფხულს, მაქსიმუმ 2-3 ფეხბურთელს შეელიოს და სამწუხაროდ მისი მომავალი ჯერაც უცნობია, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, დე ლიხტი აუცილებლად ითამაშებს ესპანეთში ან ინგლისში, რადგანაც სხვა ჩემპიონატები, მას არ იზიდავს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 19 წლის მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, უკვე 80 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით