ტობი ალდერვეირელდი: "ამსტერდამის "აიაქსში" დაბრუნებას განვიხილავ"

10-05-2019, 01:25

ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდი, მის ყოფილ კლუბზე, ამსტერდამის "აიაქსზე" საუბრობს:

"არ მსურს ეპატაჟური განცხადება გავაკეთო, მაგრამ იქ დაბრუნებას, სადაც ჩემთვის ყველაფერი დაიწყო, უკვე დიდი ხანია განვიხილავ."

"ჰოლანდიასთან არაერთი კარგი მოგონება მაკავშირებს, 3 ტიტული, მეგობრები, ოჯახისთვის სასურველი გარემო და კიდევ უამრავი რამ, ამიტომაც ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით