დუსან ტადიჩი: "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა არ დაიმსახურა"

10-05-2019, 01:31

ამსტერდამის "აიაქსის" სერბი ნახევარმცველი, დუსან ტადიჩი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"სიტყვებით ვერ აღვწერ საკუთარ მდგომარეობას, ტურნირი დაუმსახურებლად დავტოვეთ და როდესაც ეს ხდება, ცხადია თავს იმედგაცრუებულად და გაბრაზებულად იგრძნობ."

"მიუხედავად ამისა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ფეხბურთი ზოგჯერ შეიძლება უსამართლოც იყოს, ამიტომაც ამან, ჩვენს მომავალ პერფორმანსებზე გავლენა არ უნდა იქონიოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 3:3. თუმცა ინგლისელებმა უპირატესობა, გასვლაზე გატანილი გოლის წესის გამო მოიპოვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით