კიერან ტრიპიერი: "ქამბექი შესვენებაზე ჰარი კეინის სიტყვებმა განაპირობა"

10-05-2019, 11:35

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, კიერან ტრიპიერი, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ჰარი კეინი როგორც გუნდისთვის ისევე ნაკრებისთვის, ნამდვილად სამაგალითო ადამიანია. შესვენების დროს ის გასახდელში შემოვიდა და დაგვანახა თუ რატომაა ინგლისის კაპიტანი."

"მოედანზე მისი ყოფნაც კი დამატებითი მოტივაცია იყო, ვფიქრობ ქამბექი სწორედ მისმა გამამხნევებელმა სიტყვებმა განაპირობა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა ფრედ დასრულდა ანგარიშით 3:3, თუმცა ლონდონელებმა უპირატესობა, გასვლაზე გატანილი გოლის წესის გამო მოიპოვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით