მაურიციო სარი:"ინგლისში მაღალი დონის ფეხბურთია"

10-05-2019, 10:04

როგორც იცით გუშინ, ევროპა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის "ჩელსი" "აინტრახტს" დაუპირისპირდა და  პენალტების სერიაში დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო, ღია და გახსნილი, მეორე ნახევრის მიმდინარეობისას ჩვენ არაერთ გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.

"კიდევ ერთხელ დავამტიკცეეთ, რომ ინგლისში ფეხბურთი ისევ მაღალ დონეზეა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემი" და "ლივერპული" არიან, ევროპა ლიგაზე კი "ჩელსი" და "არსენალი". - განაცხადა მაურიციო სარიმ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროპა ლიგის ფინალი 25 მაისს ჩვენი დროით 23:00 გაიმართება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით