"ბარსელონაში" ვალვერდეს შემცვლელის სახელი დასახელდა

10-05-2019, 13:16

ესპანური მედია იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს მომავალი ბუნდოვანია და შესაძლოა, გუნდი ზაფხულშივე დატოვოს.

Chiringuto TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს უკვე ეძებს.

55 წლის სპეციალისტის შეცვლის მთავარი კანდიდატი, რონალდ კუმანია.

კუმანი "ბარსელონაში" 1998-2000 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2018 წლიდან, იგი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით